მოქალაქე ჯგუფ „ქალაქის პრობლემებში“ პოსტს აქვეყნებს და გლდანში შექმნილი საცობის ფოტოს ავრცელებს:
“გლდანში ვინც ცხოვრობთ და მიდიხართ და მოდიხართ ეგ პრობლემა არ გაწუხებთ? რაც გზები დახაზეს საშინელება გახდა აქ მოძრაობა .დღეს დილით 1.20 წუთი დამჭირდა გლდანიდან გამოსვლა სარაჯიშვილამდე. ვის მივმართოთ ან რა გავაკეთოთ? დავიჯერო მარტო მე მაწუხებს. ისედაც საცობი იყო და ის საცობი სანატრელი გახდა ახლა რაც ეს გზები დახაზეს. გვიშველოს იქნებ ვინმემ ან რამე გავაკეთოთ” – წერს მოქალაქე.
