მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 105 დოლარია. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.65%-ით იკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 59.6 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.11%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარია, 750 სინჯის – 270 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.99 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.37 ლარი ღირს.
