საქმეების გარჩევა “ქურდული” წესებით – ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბრალდებული 10 პირის პროცესი მიდმინარეობს. განსასჯელის სკამზე ზის 35 წლამდე ლალო გველესიანი, რომელიც 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალია. განსასჯელის სკამზე ამავე ეპიზოდზე ასევე ზის ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანიც.
10 პირის აღკვეთის ღონისძიებსი შეფარდებაზე მოსამართლე დავით კურტანიძე მსჯელობს.
აღნიშნულ საქმეზე 9 პირს წინასწარი პატიმრობა გუშინ უკვე შეეფარდა.
“სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 9 ბრალდებულს “ქურდული სამყაროს” საქმიანობის განხორციელებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა, რომ ბრალდებულები ახორციელებდნენ “ქურდული სამყაროს” საქმიანობას. ერთ-ერთი მათგანი აწყობდა ქურდულ გარჩევებს, მოდავე მხარეებს უკავშირდებოდა “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით, რის შემდეგაც, “ქურდული” გარჩევის გზით, იმ პირს, რომელსაც გაამტყუნებდა, მატერიალური სარგებლის გადახდას აიძულებდა,” – აღნიშნა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.
საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა – მათგან 29 დაკავებულია, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ “ქურდულ გარჩევებს”, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
