დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +30…+35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში +36 გრადუსამდეც მოიმატებს.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ადგილობრივად შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს, თუმცა ქვეყნის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
ქალაქების მიხედვით:
სოხუმი +30°, მზიანი
ზუგდიდი +31°, მზიანი
ფოთი +29°, მზიანი
ბათუმი +28°, მზიანიო
ზურგეთი +29°, მზიანი
ქუთაისი +32°, მზიანი
ბორჯომი +27°, ნაწილობრივ მოღრუბლული
ახალციხე +28°, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი
გორი +34°, მზიანი
თბილისი +35°, მზიანი
რუსთავი +36°, მზიანი
თელავი +33°, მზიანი
გუდაური + 21°, დღის მეორე ნახევარში ელჭექის ალბათობაა
მესტია +20°, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი
