Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული” – ელენე ხოშტარია

July 9, 2026
„იყო დღეები, როდესაც კითხვის ნიშანი გვქონია, რატომ გავდივართ, რამდენი ხანი უნდა ვიაროთ, დღეს არის პასუხი ამ ყველაფერზე“ – რას ამბობს ელენე ხოშტარია?

xr:d:DAExSyXv0AY:1182,j:32484842933,t:22080909

ის, რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული სამხედრო, პოლიტიკური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის უჩვეულოდ მოკლე ვადებში არის დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი, დასუსტებული ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და მიიღო ბევრად უფრო შეკრული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, მსჯავრდებული ელენე ხოშტარია ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით კლინიკიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ხოშტარია წერს, რუსეთის სტრატეგიული მარცხი გრძელდება და იკვეთება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და რეგიონული მოთამაშეების მნიშვნელობა, სადაც ცალსახა ლიდერი უკრაინაა.

„1. ნატომ მოახერხა კრიზისულ ვითარებაში აეღო ორიენტირი არა გაყოფასა და გახლეჩაზე, არამედ ძალიან კონკრეტულ, მომავალზე ორიენტირებულ ქმედებაზე, რაც ამ ორგანიზაციას კიდევ უფრო აძლიერებს. კრიზისმა ბიძგი მისცა მოქმედებაზე გადასვლას.

2. ის, რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული სამხედრო, პოლიტიკური, თავდაცვითი, ინდუსტრიული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისთვის უჩვეულოდ მოკლე ვადებში არის დაგეგმილი. მათი პრევენციის ძალა უკვე მოქმედებს. შესაბამისად, დღეს ნატო, პრაქტიკული თვალსაზრისითაც ბევრად ძლიერია.
3. იკვეთება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. კრიზისმა წარმოშვა ახალი კონტურები. ეს არის რეგიონული მოთამაშეების მნიშვნელობა და აქ ცალსახა ლიდერი, რა თქმა უნდა, უკრაინაა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის როლი. უკრაინაც და თურქეთიც, ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით, დიდი დასაყრდენი ხდებიან შავ ზღვაში, ფართოდ რეგიონში და მთლიანად ევროპაში.
4. ზელენსკი იჯდა ტრამპთან, როგორც თანაბარი პარტნიორი. თვალნათლივ შეიმჩნეოდა მათ შორის ურთიერთობის წინსვლა ყველა თვალსაზრისით, როგორც დამოკიდებულების დონეზე, ასევე, გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ზელენსკიმ დიდი ხნის წინ დასახული ამოცანა ლიცენზიის მიღების (თავდაცვითი პატრიოტების) შესახებ კონკრეტულად წამოიღო ამ სამიტიდან.

რომ შევაჯამოთ, რუსეთს უნდოდა დაშლილი, დასუსტებული ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და მიიღო ბევრად უფრო შეკრული. რუსეთს უნდოდა დაბნეული ევროპა, მიიღო ბევრად უფრო მოქმედებაზე ორიენტირებული. რუსეთს უნდოდა 3 დღეში კიევის აღება, დღეს ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარებით, რომ ომი გადავიდა რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთს უნდოდა მანიპულირება პარტნიორებით, მათ შორის, თურქეთით და აქაც არაფერი გამოუვიდა. თურქეთი რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღერძად. რუსეთს უნდოდა ამერიკის და ევროპის კონფლიქტი, და სანაცვლოდ უფრო ძლიერი ტრანსატლანტიკური ერთობა მიიღო” – წერს ხოშტარია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს” – ზურაბ ჯაფარიძე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ მარანში ხორცპროდუქტების არალეგალური წარმოება გამოავლინა
  • ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ძაღლი 12-დღიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge