Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თავისი აბსურდულობით ეს არის მართლა უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

July 9, 2026
“თავისი აბსურდულობით ეს არის მართლა უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

იმ ბრალდებისთვის, რომელიც წაყენებული გვაქვს, არანაირი ფაქტობრივი მტკიცება არ არსებობს – გარდა იმისა, რომ ეს საქმე თავისი აბსურდულობით არის მართლა უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომა გაიმართა.

მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ჟესტიკულაციის გამო, მიმდინარეობდეს პოლიტიკური ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ როგორ გაუსწორდა „ქართული ოცნების“ 20 წევრი, პარლამენტში, ფიზიკურად „გახარია საქართველოსთვის“ ორ საპარლამენტო წევრს. შემდგომ პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ანალოგიურ „ინციდენტებზე“ სისხლის სამართლებრივი საქმე არსად აღძრულა – ვსაუბრობთ პარლამენტის ორი წევრის უმოწყალოდ ცემაზე. რაზეც არ არსებობს პრეცედენტი არის ის, რომ ჟესტიკულაციის გამო, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების. თან ჟესტიკულაციის გამო, რომლის გამეორებას მოწმე პოლიციელები ვერ ახერხებენ, ვერ ამბობენ, თუ როდის იყო ეს ჟესტიკულაცია, რაში იყო გამოყენებული. დღეს იყო ორი პოლიციელი წარმოდგენილი, აქედან ერთმა პრაქტიკულად არაფერი თქვა. თქვა, რომ ვიყავით მანიფესტაციაზე, ოღონდ არ ახსოვს, რომელ რიცხვში ვიყავით. არაფერი არ და ვერ შეიცვლება, იმიტომ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ბრალდების მიმართ. იმ ბრალდებისთვის, რომელიც წაყენებული გვაქვს, არანაირი ფაქტობრივი მტკიცება არ არსებობს. რამდენიმე მოწმე პოლიციელი ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჟესტიკულაცია ახსოვს. არ ახსოვს სად ნახა, რა დღე იყო, დღის რა დრო იყო. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. გარდა იმისა, რომ ეს საქმე თავისი აბსურდულობით არის მართლა უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ძაღლი 12-დღიანი ძებნის შემდეგ გადაარჩინეს
  • ევროსაბჭოს კომისარი სადიგოვის საქმეზე განმარტებას ითხოვს და აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს წერილით მიმართავს
  • 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge