Wednesday, May 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მკითხეს ივანიშვილის სანქციების გამო ქუჩაში გახვალთო?… გავალთ აბა რას ვიზამთ! დედებს არ მოგიკითხავთ რო!“ – ხოფერია

July 8, 2022
„მკითხეს ივანიშვილის სანქციების გამო ქუჩაში გახვალთო?… გავალთ აბა რას ვიზამთ! დედებს არ მოგიკითხავთ რო!“ – ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა. ამავე პოსტში ხოფერია წერს, რომ ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებსაც სათანადო დონეზე გააპროტესტებს.

“ახლა, სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ!
საქართველოს ომში ჩაბმა და საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება კრიტიკულ ფაზაში შევიდა!
უსახური ქართული ოპოზიციისა და უკრაინის გამყიდველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აგორებულმა უსაფუძვლო ბრალდებების ტალღამ და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნებმა სრული კრახი განიცადა. ევროინტეგრაციის სურვილით შენიღბული, რეალურად კი, ამერიკის და ევროპის რამოდენიმე ქვეყნის ინტერესებისათვის ქართული სახელმწიფოს ზვარაკად შეწირვის გეგმა, რომელიც ქართველი მოღალატეების ხელით უნდა შესრულებულიყო, ჩავარდა!
ეს რეალობაა! ეს არის ის, რაც თვალნათელია!
როდესაც ფუჭდებიან მარიონეტები, სცენაზე გამოდიან “კუკლავოდები”!
დიახ!!!…
ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ღიად ერთვებიან ქართველი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენებისა და ქართული სახრლმწიფოს განადგურების პროექტში!
ისევ გააქტიურდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე ბანკ Credit Suisse-ის მხრიდან.გთხოვთ, წაიკითხოთ თანდართული წერილი,რომელშიც კარგად არის ახსნილი შვეუცარიული ბანკის მხრიდან საფუძველსმოკლებული, არაკანონიერი ფაქტები და თავად შვეიცარიის საუკუნოვანი საბანკო ურთიერთობებისა დისკრედიტაციის და თვითგანადგურების მაგალითები.
მე დეტალებში არ შევალ… რა საჭიროა, ისედაც ყველამ ვიცით, თუ როგორ ახდენენ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას სანქციების დაწესებით.
მაინც რა უნდათ ივანიშვილისგან?
ერთად-ერთი რამ- აიძულოს ხელისუფლება გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც გარდაუვალს გახდის რუსეთის ჯარების საქართველოში შემოსვლას!
ანუ, ხელისუფლების დამხობა ვერ მოხერხდა! ახლა, საჭიროა არსებული ხელისუფლების ხელით მეორე ფრონტის გახსნა!
რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ რუსეთს აუტკივარი თავი აატკიოს?
უნდა მოითხოვოს დიდძალი იარაღის შემოტანა საქართველოში “მშვიდობის დასაცავად”.
უნდა მოითხოვის ნატოში გაწევრიანება იმავე პირობებით, როგორითაც აწევრიანებენ ფინეთსა და შვედეთს!
უნდა მოაწყოს საომარი მოქმედებების პროვოცირება ოსეთთან ან აფხაზეთთან.
უნდა აიძულოს ოსეთის ან აფხაზეთის თვითმარქვია ხელისუფლება დახმარებისთვის მიმართოს რუსეთს.
გავაგრძელო?… რა საჭიროა, ესეც კმარა, როგორც უკრაინის მაგალითმა გვიჩვენა!
…და არ იქნება საქართველოში უკრაინული ომის ვარიანტი… არ იქნება, რადგან თავად საქართველო არ იქნება ერთ კვირაში…
ჰო, იქნებიან პარტიზანები, ისიც თუ არ გამოიყენეს “სონცეპიოკი” და “კინჟალი”…
არ იქნებიან ჩემი შვილები… ჩემი ლუკა, რომელიც სამხედროვალდებულია… არ იქნებიან მაგარი ბიჭები, ისეთები, აი, ლევან აბაშიძის და საშკა იოსელიანის ნაირები… შინდისის ნამუსიანი ბიჭებისნაირები….
კი, ვიღაცეები იქნებიან.. აი, ისეთები, უკრაინაში ტყვედ რომ ჩაბარდნენ და სიცოცხლე გადაირჩინეს…
და ვის რად უნდა ეგეთი სიცოცხლე თუ საქართველო არ იქნება?!
P.S.
ერთხელ ერთმა მკითხა: – რა, ივანიშვილის სანქციების გულისთვის ქუჩაში გახვალთო?…
ახლა თქვენც გეტყვით იმას, რაც ვუპასუხე.
-გავალთ, აბა რას ვიზამთ! დედბს არ მოგიკითხავთ რო-თქო!….
და ასეც იქნება!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს ხათუნა ხოფერია
Tags: ხათუნა ხოფერია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა“ – რა მოხდა თიანეთში?
  • “ზურაბიშვილმა როგორ უნდა გააერთიანოს ოპოზიცია, თუ ესენი ყოველდღიურად ერთმანეთის ზიზღს ასხივებენ და ერთმანეთს ულტიმატუმებით ელაპარაკებიან?” – რას ამბობს გია ხუხაშვილი
  • „ციხეში მყოფებს გარედან ნუ ანერვიულებ!“ – რას წერს ნიკა გვარამია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge