Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა” – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები

July 9, 2026
თბილისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია- მსვლელობა – „მიეცით წამალი ბავშვებს“ მიმდინარეობს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, 8 ივლისს მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

“მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ მეორე მედიკამენტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება, პროცესი ზედმეტი შეფერხებების გარეშე გაგრძელდება და ყველა შესაძლო ხელისშემშლელი გარემოება დროულად აღმოიფხვრება.

ამასთან, კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთანაც. კომუნიკაცია ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიმართულებით.

გვინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ამ პროცესში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ერთად ვიზეიმებთ”. – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი თურქი მსახიობის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რას წერს თურქული მედია
  • “დიდ იმედს ვიტოვებ, პროკურატურა მალე იტყვის, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა” – დავით ქაშიაშვილი „ფორმულას“ წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge