მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი სამარღანიშვილი დაინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.
სამარღანიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ მახარაძე ჩაანაცვლა. შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი არ წერს, თუ რა ბედი ეწია მახარაძეს.
გიორგი სამარღანიშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
