ძლიერი წვიმის, ქარისა და ჭექა-ქუხილის შედეგად, საგარეჯოში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
12 საათზე მეტია, მოსახლეობის ნაწილს ელქტროენერგია არ მიეწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური აღდგენით სამუშაოებს უკვე ახორციელებს.
კომპანიის ცნობით, ოთხი ფიდერიდან სამი უკვე აღდგენილია, მეოთხეზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.
მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დღის პირველ ნახევარში იგეგმება.
