Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

July 8, 2026
ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 გამოფენა/ფესტივალზე მსოფლიოს 8 ქვეყანაში: იაპონია, იტალია, სლოვენია, საბერძნეთი, აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ბელარუსი. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის 80-მდე პრეზენტაცია/დეგუსტაცია გაიმართა მსოფლიოს 10 ქვეყანაში, გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა და დიდი ბრიტანეთი.

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 15 ღონისძიება, მასტერკლასი, გამოფენა, ფესტივალი, კონკურსი და ფორუმი გაიმართა.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში გაიმართა ღვინის 9 ტური.

როგორც ქვეყნის გარეთ, ისე საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებებში 200-მდე ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდა ისეთ საერთაშორისო მედია საშუალებებთან და გამომცემლობებთან, როგორიცაა: Gambero Rosso TV, TV SOMM TV, New York Post, Seven Fifty, daily Vine Pair და Grapefriend.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდა მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორი პრობლემაა – როდესაც სანიაღვრეების ამოვსება ხდება ტოტებით და ნარჩენებით და ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება” – კახა კალაძე ქუჩების დატბორვის მიზეზებზე
  • რას ამბობს კახა კალაძე მარიჯანის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, სადაც ძლიერი წვიმის შემდეგ მიწა ჩამოიშალა
  • მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge