Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ივანიშვილის სანდო კაცი სუსში – რა დგას საკადრო ცვლილებების უკან?

July 7, 2026
ივანიშვილის სანდო კაცი სუსში – რა დგას საკადრო ცვლილებების უკან?

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი გიორგი ბახუაშვილი დღეიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. ის სუს-ის ხელმძღვანელის, გეკა გელაძის მეხუთე მოადგილე გახდა.

ბახუაშვილის კარიერული წინსვლა მოკლე დროში რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ის თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე ერთ თვეზე ნაკლები ხანი იმუშავა. მოგვიანებით, 19 დღის განმავლობაში გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, ხოლო ახლა სუს-ში გადადის.

უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილი ბახუაშვილს მომავალში სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციისთვის ამზადებს. მათი შეფასებით, ადამიანი, რომელსაც სპეცსამსახურების მართვის ან ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, ჯერ ათიათასობით პოლიციელისა და სპეცრაზმელის მაკონტროლებელ თანამდებობაზე დაინიშნა, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

ექსპერტების ნაწილის თქმით, სუს-ში ივანიშვილისადმი პირადად ლოიალური კადრის დანიშვნა შესაძლოა ხელისუფლების შიდა ძალაუფლების ბალანსსაც უკავშირდებოდეს. მათი ვარაუდით, ბახუაშვილის მეშვეობით ივანიშვილი ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გავლენის კონტროლს ცდილობს, რომელთაც, მათი შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ძალაუფლება დაუგროვდათ.

რა დამსახურებით დაინიშნა სუს-ის უფროსის მოადგილედ ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი, რომელსაც სპეცსამსახურებში მუშაობისა და მათი მართვის გამოცდილება არ ჰქონია, პასუხი არც პარლამენტში აქვთ. საკანონმდებლო ორგანო, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელს ამტკიცებს და უწყებაზე საპარლამენტო კონტროლი უნდა განახორციელოს, აცხადებს, რომ ბახუაშვილის დანიშვნის დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროპას შესაძლოა უფრო მომაკვდინებელი კვირები ელოდეს”- ჯანმო საგანგაშო განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
  • ივანიშვილის სანდო კაცი სუსში – რა დგას საკადრო ცვლილებების უკან?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge