ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოვიდა:
“ჩვენ სრულად გავანადგურეთ რუსეთის იდეა სტრატეგიული ზურგის შესახებ. და თქვენ იცნობთ ამ ქვეყანას. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი თვლიდა, რომ მას ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა. ვერავინ აღწევდა იმ ტერიტორიულ სიღრმემდე, სადაც მას შეეძლო უსაფრთხოდ შეენახა სამხედრო წარმოება, სამხედრო აღჭურვილობა და ყველაფერი, რაც ომზე იყო დამოკიდებული – ეს ყველაფერი ეყრდნობოდა რწმენას, რომ მას ვერავინ მისწვდებოდა. ჩვენ კი მივწვდით.
მხოლოდ გუშინ უკრაინულმა დრონებმა გაარღვიეს რუსული საჰაერო თავდაცვა და ციმბირში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს. ეს არ ყოფილა გამონაკლისი. ეს ახალი რეალობაა. არ დარჩენილა არცერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლისთვისაც ჩვენ არ დაგვირტყამს.“ – განაცხადა ზელენსკიმ.
