Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილს სუსში სჭირდება ტექნიკური შემსრულებელი, სანდო, მორჩილი ადამიანი” – რას ამბობს ეკა ბესელია

July 7, 2026
„გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი მძევლებისთვის” – ეკა ბესელია

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველის, გიორგი ბახუაშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნას “მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ივანიშვილის მიერ უსაფრთხოების სამსახურზე პირადი კონტროლის გაძლიერების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, სუს-ი ხელისუფლებისთვის შიდა ინფორმაციისა და მოსმენების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რის გამოც ივანიშვილი უწყებაში მისთვის პირადად სანდო, მორჩილი და ტექნიკურად შემსრულებელი ადამიანების გაძლიერებას ცდილობს.

“რატომ უსაფრთხოების სამსახური? იოლი გამოსაცნობია, იმიტომ, რომ ეს არის ძირითადად ინფორმაციის მიღების ყველაზე საჭირო წყარო მისთვის. ეს არის, არა მხოლოდ, მაგრამ მოსმენების სამსახურის მნიშვნელოვანი წყარო, ეს არის ყველა შიდა ინფორმაციის თუ კორუფციული სქემების და ა.შ. ყველა ასეთი მნისვნელოვანი ინფორმაციის, პირველ რიგში, მიმღები. ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ კობახიძე არის შემსრულებელი ყველაფრის, რასაც დაავალებს, მაგრამ ის, რომ მას ჰქონდეს განუსაზღვრელი ნდობის მანდატი – არა. ივანიშვილი მას არ მისცემს ასეთ განუსაზღვრელ ვადას და მითუფრო ბოლო მოვლენები, მდინარაძის გათავისუფლება სუსიდან, რომელიც არ იყო მშვიდი პროცესი, როგორც არ უნდა დაფარონეს და გაალამაზონ, ეს იყო ძალიან მწვავე კონფლიქტის და გაბრაზების ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ივანიშვილის მხრიდან. ახლა მას სჭირდება სუსში ადამიანები, ვისაც უფრო მეტად ენდობა და ეს გადაწყვეტილებაც ასე იკითხება. კობახიძეს არ ექნება დიდი ხანი ის მანდატი ნდობის, რაც ჰქონდა აქამდე გადაცემული და უკვე ხდება მის ირგვლივ იმ ადამიანების ნელ-ნელა დისტანცირება, ვინც, თავის დროზე, თავად მან შეარჩია. მას არ სჭირდება პოლიტიკოსი ასეტ სამსახურში, მას სჭირდება ტექნიკურად შემსრულებელი, სანდო, მორჩილი ადამიანი” – ამბობს ეკა ბესელია.

გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს და სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს – ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა მცველმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან, ბრძანების გამოცემის დღიდან დაიკავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას განახორციელებს
  • “პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა და თუ ძალადობა არ მოსწონდა, რატომ იღიმებოდა?!” – ადვოკატი ომარ ფურცელაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge