კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უკრაინა მუდმივად ითხოვს ახალი ტიპის იარაღს, როგორც თავდაცვით, ისე შეტევითს. ეს ხელს არ უშლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას“.
„კიევის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილის არარსებობის პირობებში, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მიზნების სრულ მიღწევამდე გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
