ჟურნალისტმა ელისო კილაძემ “მიქსმეტრონომთან” საუბრისას კომენტარი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ კობახიძის სიტყვის ფასი არის ნული.
“პირველი – საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა საერთოდ არ იყო კავშირში წევრობის კანდიდატად ჩვენს მიღებაზე.
მეორე – იმისათვის რომ ჩვენ გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა კობახიძეს 12 პუნქტიანი რეზოლუცია აქვს შესასრულებელი, ძალიან კარგად იცის იქ რა წერია.
მესამე – ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარი ხელისუფლება არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას, შესაბამისად ეს ულტიმატუმი თავშივე არის განწირული იმიტომ, რომ არ შესრულებული პირობების გამო ჩვენ არ მოგვცემენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. შესაბამისად ულტიმატუმი დარჩება ღიად.
ქართული ოცნება არის გადამგდები. შარლ მიშელის დოკუმენტზე გვახსოვს მათი ქმედებები, გვახსოვს მათი ქმედებები ბარიერთან დაკავშირებით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. კობახიძე არის ადამიანი, რომლის სიტყვის ფასი არის ნული. შესაბამისად რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს და რა თემებზეც არ უნდა ისაუბროს, არავინ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, საკუთარი პარტიული აქტივის გარდა, ამას სერიოზულად არ განიხილავს.” – განაცხადა კილაძემ