ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი გიორგი ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან სუს-ის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს – ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დადგენილებაშია საუბარი. ირკვევა, რომ ბახუაშვილი შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 2026 წლის 6 ივლისიდან გათავისუფლდა და სუს-შიც იმავე დღეს დაინიშნა.
ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე 10 ივნისს დაინიშნა.
