მესამე დღეა, ბათუმის ზღვაში 23 წლის კაცს ეძებენ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნოდარ დარჩიძე ზღვაში 5 ივლისს მეგობართან ერთად შევიდა და მალევე გაუჩინარდა. მეგობარმა წყლიდან გამოსვლა უვნებლად შეძლო.
