Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენის მიზეზები განმარტა

July 6, 2026
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალაიას მიმართ გამოტანილი განაჩენის მიზეზები განმარტა

ბაჩანა ახალაიამ მოუწოდა ყველას საჯაროდ და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ, ნებისმიერი ფორმით, რაც ბრალდების მხარეს ბრალში აქვს ასახული, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმის მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა.

ვიდრე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენს გამოაცხადებდა, მან განმარტება გააკეთა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ახალაიამ მტკიცებულებათა ნაწილი უდავო გახადა.

“მისი არჩევანია, ისარგებლებს თუ არა [საბოლოო სიტყვის] უფლებით. დღეს არ მობრძანდა სხდომაზე, გვაქვს ოქმი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომ მან დღევანდელ სხდომაზე უარი განაცხადა დასწრებაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგი მტიცებულებები გამოვიკვლიეთ და რიგი მტკიცებულებები უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარემ, რაც შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად.

დაცვის მხარე მიიჩნევდა, რომ ახალაიას მხრიდან რამის მოწოდებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ბრალდების მხარემ შეძლო მტკიცებულებებით ბრალდების დადასტურება.

სხდომა იყო საჯარო, არაერთი პირი ესწრებოდა, მისი განცხადება, მოწოდება საჯარო იყო, რაც განსაზღვრულ პირთა მიმართ იყო.

მან მოუწოდა ყველას საჯაროდ და საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ, ნებისმიერი ფორმით, რაც ბრალდების მხარეს ბრალში აქვს ასახული.

რაც შეეხება სასჯელის სახესა და ზომას, მას ნასამართლეობა აქვს, თუმცა, სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოება გაითვალისწინა, ბაჩანა ახალაიამ რიგი მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რამაც მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებას ხელი შეუწყო”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას – “ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს” ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება…” – გზების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • 112 მოსახლეობას აფრთხილებს
  • რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge