Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამხედრო რეპორტიორი Facebook-ზე დაწერილი სტატუსისა და ტელევიზიაში დაფიქსირებული აზრის გამო დააჯარიმეს

July 6, 2026
სამხედრო რეპორტიორი Facebook-ზე დაწერილი სტატუსისა და ტელევიზიაში დაფიქსირებული აზრის გამო დააჯარიმეს

მწერალი და სამხედრო რეპორტიორი, ბექა ქურხული მოსამართლე ნინო ენუქიძემ 3000 ლარით დააჯარიმა.

რეპორტიორის თქმით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტართან ერთად, მას სატელევიზიო ეთერში დაფიქსირებული მოსაზრების გამოც ედავებიან.

ქურხულის თქმით, მან TV პირველის ეთერში რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა, რა პრობლემები ექმნებოდათ საზღვარზე უკრაინიდან დაბრუნების დროს და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რაც მას შეურაცხყოფად ჩაუთვალეს.

რაც შეეხება Facebook სტატუსს, ქურხულის თქმით, მისი გაღიზიანება გამოიწვია ფაქტმა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, უკრაინაში მებრძოლ ქართველებს კი ასცინოდნენ.

“როცა შეურაცხყოფას აყენებენ და აგდებით იხსენიებენ ქალბატონ ელენე ხოშტარიას, პოლიტიკურ პატიმრებს, დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს, მერე მაქვს შესაბამისი რეაქცია.

ასევე ნინო არაზაშვილთან ვიყავი სტუმრად გადაცემაში, უკრაინიდან ახალი ჩამოსული გახლდით, ვთქვი უმტკივნეულო რამ – როდესაც საზღვარზე შემოვდივართ, ყოველთვის გვაფერხებენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა შენ შეურაცხყოფას აყენებ პოლიტპატიმრებს – ჩემი ღღმა რწმენით, ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია, როცა ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, “ქართველ რემბოებად” მოიხსენიებ, იმ ბიჭევბს, რომელიც ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან, იმ რუსეთის, რომელიც აგერ, 25 კილომეტრში ტანკებით გიდგას, ბუნებრივია, გაქვს რეაქცია”- თქვა ქურხულმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • “ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა…” – რას ამბობს კირცხალია პარლამენტში ჩხუბზე
  • სენეგალში, პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო დააპატიმრეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge