წიწამურის ხევზე თბილისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დღის ბოლომდე იზღუდება – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს:
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭებს შორის გამონოლითების ნაკერი)
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.
სამუშაოები 2026 წლის 06 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
