Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

July 6, 2026
უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ – საუბარია თბილისში, ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა კაცმა ნათესავი ქალი სასტიკად სცემა და ბალიშით გაგუდა.

ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი “ტვ პირველს” ეუბნება, რომ რადგან მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, საქმეც ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

რადგან თურქეთში დაკავებული კაცი, ეროვნებით აზერბაიჯანელია, შესაძლოა, მისი ექსტრადირება ამ ქვეყანამაც მოითხოვოს, მაგრამ როგორც პატარაია აღნიშნავს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უპირატესობა საქართველოს ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ნაქირავებ ბინაში აზერბაიჯანელი გოგოს ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია თავდაპირველად ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გაავრცელა.

როგორც მოგვიანებით ნათესავმა “ტვ პირველს” განუცხადა, ქერიმოვა ბიძაშვილმა მხოლოდ იმის გამო გაიმეტა, რომ მისი პირადი ცხოვრება არ მოსწონდა.

“ეს უმძიმესი დანაშაული მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს აქვს უფლება და ვალდებულება, გამოიძიოს, გაასამართლოს და დასაჯოს ეს ადამიანი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს პროკურატურა მოითხოვდა მის გადმოცემას, თუმცა გადასამოწმებელია.

ჩვენი მოთხოვნა, ჩაგვრთონ საქმეში უფლებამონაცვლის ინტერესების დამცხველებად, ისევ, რა თქმა უნდა, ძალაშია და ველოდებით პასუხს პროკურატურიდან, საიდანაც პასუხი ჯერ ჯერობით არ მიგვიღია.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი ეს დანაშაული, წინ უძღოდა სხვა დანაშაულებები, სანამ მკვლელობა მოხდებოდა.

ის რომ აზერბაიჯანის მოქალაქეს აქვს ჩადენილი დანაშაული და თუ აზერბაიჯანული მხარე დაინტერესდება ამით, მასაც შეუძლია გადაცემა მოითხოვოს, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს აქვს უპირატესობა. სწორედ საქართველოდან მოხდა ამ ადამიანის ძებნაზე დასმა და წესით, თურქეთმა საქართველოს უნდა გადმოსცეს ეს პირი”- თქვა “ტვ პირველთან” ბაია პატარაიამ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქალი თბილისში ივნისის დასაწყისში შეყვარებულთან ერთად ჩამოვიდა, მოკლულის ახლობლების თქმით, ის მეგობარმა მამაკაცმა მალევე ქუჩაში დატოვა, რის შემდეგაც ფატიმა ქერიმოვას დის თქმით, საქართველოში მათი ბიძაშვილი ჩამოვიდა, ბინა იქირავა, ქალი მასთან საცხოვრებლად გადაიყვანა, ბოლოს კი წამებით მოკლა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • “ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ…მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს” – ანა წითლიძე
  • “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება” – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge