Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეები ევროკავშირს ღია წერილით მიმართავენ

July 5, 2026
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეები ევროკავშირს ღია წერილით მიმართავენ

საქართველოს მოქალაქეები და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეები, რომლებიც თითქმის 600 დღეა უწყვეტ პროტესტს მართავენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს მიმართავენ.

მათი განცხადებით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის განმტკიცებული არჩევანია, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა.

მათი თქმით, “ოცნების” ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტი მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ ძალადობით და რეპრესიებით უპასუხა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ გარემოებების მიუხედავად, ისინი ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას და ამისთვის ბრძოლას არ წყვეტენ  და ბრძოლის გაგრძელებას სამი ძირითადი მოთხოვნით – პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ევროპული კურსის აღდგენისა და ხელახალი, თავისუფალი არჩევნების დანიშვნის პირობით აანონსებენ.

ამასთან, უწყვეტი აქციის მონაწილეები მადლიერებას გამოხატავენ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რომლებმაც ქართველ ხალხს ამ ბრძოლაში რეალური სოლიდარობა გამოუცხადეს.

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ, ვინც თითქმის ექვსასი დღეა უწყვეტ და მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ თბილისში – რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მხოლოდ ერთი მისწრაფებით: დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი – კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული საყოველთაო არჩევანია, რაც საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ავალდებულებს ყველა ზომას მიმართოს ქართველი ხალხის აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 

2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოსთვის მინიჭებულმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა, გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაგვიჩინა. დღეს ეს პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო კი ამ პროცესის მიღმა რჩება  და არა იმის გამო, რომ საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა, არამედ „ქართული ოცნების” ერთპარტიული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული  კურსის შედეგად. 

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა. 

28 ნოემბერს, “ქართულმა ოცნებამ” ერთპარტიულად “2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნა” საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და ამით უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, რაც ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის საფუძველი გახდა.

საზოგადოების მშვიდობიან წინააღმდეგობას მოჰყვა სისტემური ძალადობა და რეპრესიები. „ქართული ოცნების” დაქვემდებარებაში მყოფმა საპოლიციო ძალებმა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე სცემეს, დაასახიჩრეს და გაზით მოწამლეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც მოითხოვეს კონსტიტუციის დაცვა. უსამართლო ჯარიმები ადამიანების ეკონომიკურ გამოფიტვას ისახავს მიზნად, დეზორიენტირება, მუქარა და დაშინება კი ყოველდღიურ რეალობად იქცა.  

დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის ასზე მეტი წევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარია, მათ შორის ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, მასწავლებლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები. 

“ქართული ოცნება” გეგმაზომიერად აწარმოებს საზოგადოებისთვის დამაზიანებელ დეზინფორმაციას და ეწევა ანტიევროპულ პროპაგანდას.  ასევე, გეგმაზომიერად მიმდინარეობს  წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფი ადამიანების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია დანარჩენი საზოგადოების აღქმაში, რის მისაღწევადაც “ქართული ოცნების” თავდასხმის სამიზნედ იქცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავისუფალი მედია. 

რეპრესიული პოლიტიკის  შედეგად მოქალაქეები იძულების წესით მასობრივად ტოვებენ სამშობლოს. ქვეყანას  ეცლება ძალა, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული – ახალგაზრდები, პროფესიონალები, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები.  

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველი ხალხის ნება უცვლელია. უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% კვლავ ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, 75% გაწევრიანებას ქვეყნის უსაფრთხოების პირობად მიიჩნევს, ხოლო 87% თვლის, რომ საქართველომ ამ გზაზე მეტი უნდა გააკეთოს.

მადლიერებას გამოვხატავთ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობების, მათი ელჩებისა და მეგობარი ხალხების მიმართ ევროინტეგრაციისა თუ პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებული ჩვენი თანამოაზრეების გათავისუფლების საკითხებში გამოხატული მორალური და პოლიტიკური სოლიდარობისთვის, რის გამოც ბევრი მათგანი უსამართლო თავდასხმის ობიექტიც კი გახდა.

ჩვენ ვიდგებით ბოლომდე, ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ: 

არ გათავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები;
არ აღდგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი;
საზოგადოების ნება არ იქნება გამოხატული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება – რას ამბობენ სპეციალისტები
  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • „წავიდა 5 წლის წინ დაღუპულ მამიკოსთან…“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge