Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

July 4, 2026
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო – ინფორმაციას “პირველების” რედაქცია “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისგან იღებს, რომელიც ვენაში მიმდინარე ALDE-ს ყრილობას აშუქებს.

“პირველების” კორესპოდენტის ცნობით, დოკუმენტში ერთი შესწორება შევიდა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

დოკუმენტი “გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაგრძელებულ ანექსიას და ოკუპირებული ტერიტორიების, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ინტეგრაციის (ანექსიის/მიერთების) მცდელობებს”.

დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, “ალდე” აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს – დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი” რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება”.

მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს “ივანიშვილის რეჟიმის” წინააღმდეგ” .

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები, როგორც მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს “მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტიქია კახეთში – რა ვითარებაა ადგილზე
  • ვაკის და საბურთალოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო
  • კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge