მომღერალი ქეთა თოფურია ქმართან ლევ დენგოვთან და შვილებთან ერთად რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა.
როგორც მომღერლის მეგობარი და ყოფილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აცხადება, კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში გაემგზავრება, სადაც იტალიელ ცნობილ მომღერალთან, ბოჩელთან ერთად იმღერებს.
“ქეთა ოჯახით საქართველოში გუშინწინ ჩამოვიდა. მისი ქმარი ჩვენს ქვეყანაში რამდენჯერმეა ნამყოფი. კვირის ბოლოს ქეთა იტალიაში მიემგზავრება. ის ბოჩელის საღამოზე, ორ სიმღერას შეასრულებს.” – აცხადებს ნატო დუმბაძე.