Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ოცნებას”

July 4, 2026
კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ოცნებას”

კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ! – ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი”ქართულ ოცნებას” ვენიდან უხსნის, რა არის გასაკეთებელი.

ბეათე მაინლ-რაიზინგერი ამბობს, რომ ვიდრე ხელისუფლება პარტნიორების მოსმენას არ ისწავლის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაყინული დარჩება.

მთავარი მოთხოვნა და მოწოდებაც ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებაა.

თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით – ეუბნება ივანიშვილის გუნდს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ვენაში “ალდეს” ყრილობაზე “პირველების” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩვენ ძალიან მკაფიონი ვართ, არანაირი კომპრომისი არ იქნება, განსაკუთრებით ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ეთქვა და ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და, ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ეს ეხება კანონის უზენაესობას ან სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, ეს არასოდეს მოხდება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩვენი ევროკავშირი დაფუძნებული იყოს ამ ღირებულებებზე… და თუ თქვენ მოახერხებთ რეფორმების გატარებას ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ მოხარულები ვიქნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაგრამ თუ არა, მაშინ მე მართლაც ვწუხვარ, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით

ჩემი გვჯერა, რომ გზა მთავრობამ უნდა გაკაფოს. უზრუნველყოს ეს საკუთარი მოქალაქეებისთვის. აშკარაა, ის, რასაც ახლა ვხედავთ საქართველოში, ქვეყანა არ მიდის სწორი მიმართულებით. მოქალაქეებს სურთ, მათ აირჩიეს ევროპა და მთავრობა მხარს არ უჭერს ამას, ვხედავთ მასშტაბურ უკუსვლას”, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

“ალდეს” ყრილობის მეორე დღე ვენაში – დელეგატები საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. დოკუმენტი უკვე მზად არის.

სამუშაო დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, “ალდე” აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.

პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს – დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი” რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება”.

მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს”ივანშვილის რეჟიმის” წინააღმდეგ” .

ვენაში, ალდეს ყრილობაზე მყოფი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეიძლება იყოს.

დოკუმენტში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ალდე და ევროკავშირი უნდა დაუპირისპირდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოს ხალხისთვის, რადგან მათი თქმით, დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელია მხოლოდ “ქართული ოცნება”.

და ამ დოკუმენტით მოთხოვნილია, რომ პასუხისმგებელ პირებს და მათთან დაკავშირებულ ადამიანებს მიზნობირივი, ფინანსური სანქციები დაუწესდეთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა
  • რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეები დაიღუპნენ. საფრანგეთსა და საბერძნეთში კი სიცხესთან ერთად გააქტიურებულმა ტყის ხანძრებმა მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახადა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სამეცნიერო ჟურნალ Nature-თან საუბარში კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ ევროპაში 40°C-მდე ტემპერატურა, მათ შორის ლონდონის მსგავსი ქალაქებისთვის, ისტორიულად ანომალიად მიიჩნეოდა, თუმცა მსგავსი მოვლენები მომავალში გაცილებით ხშირი გახდება.

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge