Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

July 4, 2026
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 250 წლის წინ, ფილადელფიაში ხელმოწერილმა დეკლარაციამ მსოფლიოს უძლიერესი დემოკრატიის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი. ყოველი წლის ამ დღეს მილიონობით ადამიანი ქუჩაში იკრიბება, თუმცა ექსტრემალურმა სიცხემ აშშ-ის ნაწილში 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებები შეაფერხა, მათ შორის, გაუქმდა აღლუმი ვაშინგტონში.

ქვეყნის დედაქალაქში “დიდი ამერიკული სახელმწიფო ბაზრობა” (The Great American State Fair) – რომელიც ქვეყნის 250 წლის იუბილეს ეძღვნებოდა – ასევე დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს სიცხით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, პარასკევს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და შუა დასავლეთში 165 მილიონზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი 4 ივლისის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით მაინც გამოვა ღია ცის ქვეშ, მიუხედავად პროგნოზირებული მაღალი ტემპერატურისა. პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დღესასწაული გარეთ აღნიშნულიყო.

“მე ძალიან გრძელ სიტყვას ვიტყვი, უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ ყველაფერი შემიძლია”, – განაცხადა ტრამპმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის მისალოცი წერილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

“ვულოცავ ამერიკელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაპირებების – ყველა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების – რეალიზებას” – ნათქვამია წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა
  • რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეები დაიღუპნენ. საფრანგეთსა და საბერძნეთში კი სიცხესთან ერთად გააქტიურებულმა ტყის ხანძრებმა მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახადა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სამეცნიერო ჟურნალ Nature-თან საუბარში კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ ევროპაში 40°C-მდე ტემპერატურა, მათ შორის ლონდონის მსგავსი ქალაქებისთვის, ისტორიულად ანომალიად მიიჩნეოდა, თუმცა მსგავსი მოვლენები მომავალში გაცილებით ხშირი გახდება.

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge