Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ALDE-ს რეზოლუციის პროექტზე – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო – საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა უნდა შეუნარჩუნდეთ

July 4, 2026
“ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი – საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის” – გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ – დანარჩენი, რა რეაქციები იქნება ეროვნული მთავრობებისა თუ ბრიუსელის მხრიდან, ეს რეზოლუციაში ჩამოწერილია და საბოლოოდ ამის მიღება მოხდება, რომელსაც ყველა წაიკითხავს,- ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვენაში განაცხადა, სადაც ALDE-ს ყრილობას ესწრება.

მისი თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ.

„საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეთ. დანარჩენი, რა რეაქციები იქნება ეროვნული მთავრობებისა თუ ბრიუსელის მხრიდან, ეს რეზოლუციაში ჩამოწერილია და საბოლოოდ ამის მიღება მოხდება, რომელსაც ყველა წაიკითხავს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულიყვნენ „ქართული ოცნების“ მავნებლური ქმედებების გამო.

გასულ წელს მე და ზურამ [ზურა ჯაფარიძემ], ელენესთან [ელენე ხოშტარიასთან] ერთად, რომელიც ისევ საპატიმროშია, საპატიმროდან გზავნილები გამოვაგზავნეთ და ყველა გვხვდება და გათავისუფლებას გვილოცავს, მაგრამ ასევე ყველამ იცის, რომ კვლავ დაკავებით გვემუქრებიან.

წინ სერიოზული ბრძოლაა იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, რეზოლუციის პროექტის თანახმად, მაშინ, როდესაც ფართო რეგიონი ამცირებს რუსეთის გავლენას, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მმართველობა რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპაში უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად გადააქცია.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს – ამერიკელი კონგრესმენი
  • როცა ხალხის 80% EU-ს მომხრეა და ამ პროცესს მთავრობა აჩერებს, მარტივია პასუხი, სად არის გამოსავალი – ესტონეთის მინისტრი
  • კომპრომისები არ იქნება, თქვენ არ ხართ ბაზარში რომ ივაჭროთ – ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი “ოცნებას”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge