რუსების მიერ ქალაქ სუმზე დარტყმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი .
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბები სუმის ცენტრში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე, პარტნიორებმა მოსკოვზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ.
„ეს უნდა განახორციელონ მათ, ვისაც რუსეთი მოუსმენს. რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნები, ასევე ევროპა. ევროპას აქვს ინსტრუმენტები, რათა აგრესორზე ზეწოლა მოახდინოს. პირველ რიგში, ეს მოიცავს ზეწოლას მის ენერგორესურსებზე, ნავთობის ფლოტსა და ფინანსურ სისტემაზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
