გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე ამბობს, რომ არსებობდა გიორგი მალანიას მიმალვის საფრთხე და არასრულწლოვანი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა აყვანილი გურიაში.
ამ საფრთხის ვარაუდს, პროკურორი განმარტებით იძლეოდა ის გარემოება, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ლანჩხუთში ზურგჩანთით გადაადგილდებოდა.
ჩვენს შუამდგომლობაში მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო მითითებული. იყო ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთეს, ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმის, რომ ის აპირებდა მიმალვას და სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული”, – აცხადებს ქეთი სონიძე.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასწრულწლოვანს, გიორგი მალანიას აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადაა, რომელსაც ბრალდებუსლი მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს – შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება.
მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს. ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც ესწრებოდა.
პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
