ცოტა ხნის წინ ბექა ნათელაშვილმა მის რჩეულს, ნატალი თოდაძეს ხელი ორიგინალურად სთხოვა. წყვილმა შალვა ნათელაშვილისგან და ბელა ალანიასგან საჯარო მილოცვები უკვე მიიღო.
„თბილისელებთან“ ნატალი თოდაძე რჩეულის მშობლების გაცნობის ეპიზოდს იხსენებს და მამამთილს ახასიათებს:
„ბექა იმდენად ახლოს არის ჩემს შეხედულებებთან, გაცნობიდან ძალიან მალე ჩემში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შემქმნოდა. საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ, ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. თუმცა, ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის. ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება.
ქალბატონი ბელა იმაზე უფრო თბილია, ვიდრე ეკრანებზე ჩანს და იმაზე მეტად საყვარელია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ერთი ნახვით შეგაყვარებს თავს.“ – ამბობს ნატალი თოდაძე.