Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

წელს 4 ქალაქში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 4 575 ფაქტი გამოვლინდა – სად დაჯარიმდა ყველაზე მეტი მძღოლი?

July 3, 2026
წელს 4 ქალაქში გამონაბოლქვის ნორმის დარღვევის 4 575 ფაქტი გამოვლინდა – სად დაჯარიმდა ყველაზე მეტი მძღოლი?

2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4 575 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტი – 2 699 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, მონაცემები ასეთია:

ბათუმი – 821;
ქუთაისი – 694;
რუსთავი – 361.

ასევე, როგორც უწყების ინფორმაციიდან ვგებულობთ, 3982 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 593 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 2634 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 1837 – მიკროავტობუსების, 101 სატვირთო ავტომობილების, 3 კი ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.

„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარატამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი – გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტმა ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო – გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით, პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება.

დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმონ. შედეგად, კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდა“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი მედვედევი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ჩავიდა
  • რა ინფორმაცია ვრცელდება კაცზე, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა
  • დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge