Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა EU-ს გზაზე” – საქართველოს საკითხი “ალდეს“ შეხვედრაზე

July 3, 2026
“მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა EU-ს გზაზე” – საქართველოს საკითხი “ალდეს“ შეხვედრაზე

ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოხატულია არა მხოლოდ შეშფოთება და კრიტიკული მოსაზრება საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკის მისამართით, არამედ, ამ დოკუმენტით “ალდე“ ევროკავშირს მოუწოდებს, დააკისროს სანქციები პასუხისმგებელ პირებს დემოკრატიული უკუსვლის გამო და ასევე, არ შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს.

ევროპარლამენტარები “ტვ პირველთან“ საუბარში ამბობენ, რომ თუკი “ქართულ ოცნებას“ მართლა სურს დიალოგის აღდგენა და ურთიერთობა ევროკავშირთან ეს უპირობოდ ვერ მოხდება და კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას“, შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარლამენტის გარეთ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე.

“ჩვენ ვიღებთ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შეეხება. სიტუაციას ძალიან ახლოდან ვაკვირდებით, არ არსებობს გულწრფელი დიალოგი “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, ისინი ორმაგ თამაშს თამაშობენ, მოსწონთ ევროკავშირის რესურსები და პრივილეგიები, ამავდროულად რუსეთთან, პუტინთან მუდმივი ურთიერთობის შენარჩუნებით, და ეს თქვენი ოლიგარქების ინტერესების გამო ხდება. ასე რომ, რასაც ევროკავშირი ითხოვს, არის ნამდვილი ერთგულება ადამიანის უფლებების პატივისცემის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართ, რაც საშუალებას მისცემს ინსტიტუტებს იფუნქციონირონ დამოუკიდებლად. როგორც თქვენმა ანტიკორუფციულმა ინსტიტუტმა, ისე მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც ციხეში სვამს ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ელენე ხოშტარია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში. ევროპის საბჭოს ასამბლეაზეც კი, ჩვენ მივიღეთ ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ, 2 კვირის წინ. სიტუაცია ძალიან ნათელია. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას“, პრემიერ მინისტრს, თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკური პარტიების მიმართ, პარლამენტის გარეთ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ დევნა და მოიქცნენ ისე, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე. თუ მათ ნამდვილად სურთ ამის გაკეთება. გავიგეთ, რომ ისინი ირანში დადიან, ეს არჩევანია, ან იყვნენ ევროპის – ევროკავშირის მხარეს, თუ ეთამაშონ მსოფლიოს სხვა დიქტატორებს. “ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სახელით” – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ალდეს” ჯგუფის თავმჯდომარემ, იულიან ბულაიმ.

მათივე თქმით, თუ “ქართული ოცნება“ მოუსმენს, “რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციები იმ სამარცხვინო მოვლენებზე, რაც ახლა ხდება და ისინი დაიწყებენ ამასთან დაკავშირებით რამის გაკეთებას, მაშინ პრობლემა შემცირდება.“

“კიდევ უფრო მეტად ვშფოთავთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაფერი ძალიან სწრაფად უარესდება ყველასთვის, ვინც ბედავს არა მხოლოდ ხმის ამოღებას, არამედ ქუჩაში გამოსვლას “ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც შეუძლია ზეწოლა მოახდინოს როგორც საქართველოზე, ასევე რუსეთზე, პუტინზეც ეს გააკეთოს.
თუ “ქართული ოცნება“ მოუსმენს, რას ამბობენ საერთაშორისო პარტნიორები, რას ამბობენ ორგანიზაციები იმ სამარცხვინო მოვლენებზე, რაც ახლა ხდება და ისინი დაიწყებენ ამასთან დაკავშირებით რამის გაკეთებას, მაშინ პრობლემა შემცირდება. მაგრამ სანამ “ქართული ოცნება“ გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეების დევნას, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან, კავშირები ვერ აღდგება” – ამბობს ევროპელი დეპუტატი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნაძალადევში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
  • თბილისის ქუჩები, სადაც ხვალ მოძრაობა იზღუდება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge