“ქართული ოცნების” დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი გაეროს ანგარიშზე საუბრობს:
“…ხარებამ უთხრა, იარეთ ქუჩაში და ვისაც წააწყდებით, თავები დაუხეთქეთო? ამის მტკიცებულება არსებობს? თქვენ რა იცით, ოპერატიული ცნობები როგორ მოიპოვეს, მტკიცებულებები როგორ მოიპოვეს, როგორ აპირებენ მომავალში მოპოვებას?!… გამოკითხავენ ყველას იმას, ვისზეც იქნება ეჭვი, რომ ამ საქმეში იყო გარეული. და ხარება რა განსაკუთრებული თანამდებობის პირია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელზე უფრო დიდი თანამდებობის პირია, რომ მას ვინმემ ხელი დააფაროს თუ მტკიცებულება იარსებებს? არ არსებობს მტკიცებულება ჯერჯერობით” – ამბობს შარმანაშვილი.
ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის, ვოლკერ თურქის ანგარიში წარადგინეს. OHCHR-ი რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს მთავრობამ წარადგინოს კონკრეტული ზომები მშვიდობიანი შეკრების უფლების დასაცავად და წინ წასაწევად და პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ბრალდებებს, რომლებიც 2023 წლის 1 -ელი ივნისიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის OHCHR-ის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ ისეთს, რომლებიც საჯარო პროტესტების კონტექსტში ხდებოდა, მათ შორის დემონსტრანტების უკანონო დაპატიმრებები და ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლებიც წინააღმდეგ ძალის არასაჭირო ან არაპროპორციული გამოყენება
