Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ

July 3, 2026
“მივმართავ თხოვნით პროკურატურას: ზაფხულში  სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება – მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის საქმე – დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატები სასამართლოსგან კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტერორისტულ აქტს ადგილი არ ჰქონია.

მათ მოლოდინი აქვთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შემდეგ, ყველა შემთხვევაში ბრალის კვალიფიკაცია შეიცვლება.

“შეუძლებელია ელემენტარული სამართლიანობის პირობებში საუბარი იყოს იმაზე, რომ ტერაქტის მცდელობას ჰქონდეს ადგილი“, – ამბობს ადვოკატი.

“ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მსჯელობა და ექსპერტიზის ჩატარება, შეუძლებელია. ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ ბრალდების მხარემ ეს მტკიცებულება საერთოდ უდაოდ გახადა, ანუ, ფაქტობრივად ბრალდებამ დაადასტურა, რომ ალეკო ელისაშვილზე წაყენებული ბრალდება ემყარება ჰიპოტეთურ მსჯელობებს და დასკვნას, რომელი დასკვნის გაკეთებაც არ შეუძლია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. შეუძლებელია ელემენტარული სამართლიანობის პირობებში საუბარი იყოს იმაზე, რომ ტერაქტის მცდელობას ჰქონდეს ადგილი” – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას – მათი თქმით, ისინი საქმეზე ბრალის გადაკვალიფიცირებას არ ელოდებიან.

“ნებისმიერი შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უშუალოდ ვიდეო-ჩანაწერები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მოქმედებები, ასევე თავად ფაქტი, თუ რატომ მოხდა სასამართლოზე თავდასხმა, რა მიზანი გააჩნდა ბრალდებულს, მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ მას გააჩნდა სწორედ ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში დადასტურება მისი მხრიდან, რომ ამ შემთხვევაში ჩადენილია ტერორისტული აქტის მცდელობა.

თავდაპირველი შეტყობინება არსებობდა, რომ დაზიანებული იყო სასამართლოს შენობა და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში,დ ადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, საქმეზე გამოძიება იწყება ნივთის დაზიანებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოებები, მტკიცებულებები, ვიდეო – ჩანაწერები და სხვა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეზე იქნა მოპოვებული და რომელთა გამოკვლევის შედეგადაც, ბრალდების მხარემ, მიმაჩნია, რომ დაადასტურა სასამართლოში ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტი” – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის საქმეზე შემდეგი პროცესები 6 და 10 ივლისს ჩაინიშნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი” – გიორგი სიორიძე
  • “მალანია არ იცნობდა მსჯავრდებულ პირებს” – რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
  • სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge