Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლომ ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა

July 3, 2026
კიდევ აწამებ ხალხს? ნუ გგონია სულ ასე იქნები! – ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს

მტკიცებულებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობით, იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით შეეცადა სასამართლოს გადაწვას, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას და მოქალაქეების დაშინებას, რაც იყო სწორედ მისი მხრიდან ტერორისტული მიზანი, – ამის შესახებ პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე დასრულდა ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურორის შეფასებით, შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას, რომ სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის მცდელობას.

“კონკრეტულად, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ალექსანდრე ელისაშვილი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობით, ასევე იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით შეეცადა, სწორედ სამართლოს გადაწვას, ასევე, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას და მოქალაქეების დაშინებას, რაც იყო სწორედ მისი მხრიდან ტერორისტული მიზანი.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, ექსპერტიზის პასუხი იმაზე, რომ ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა, იმდენად აბსტრაქტულ კითხვებს მოიცავდა, რომ შეუძლებელი იყო იმაზე დასკვნის გაცემა. ასევე დაკითხა ბრალდებულის მშობელი, რომლის გამოკითხვის შედეგად მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა”, – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ალეკო ელისაშვილს ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალოს, პროკურორი პასუხობს, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, თუმცა წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე ფაქტი, თუ რატომ მოხდა სასამართლოზე თავდასხმა და რა მიზანი ჰქონდა მას, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ალეკო ელისაშვილს ტერორისტული მიზანი გააჩნდა”.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს

წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი” – გიორგი სიორიძე
  • “მალანია არ იცნობდა მსჯავრდებულ პირებს” – რას ამბობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი
  • სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge