Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა, მერაბ მალანია პირველ კომენტარს აკეთებს

July 3, 2026
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა, მერაბ მალანია პირველ კომენტარს აკეთებს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს – ზაჰესის იზოლატორიდან გამოსულმა მერაბ მალანიამ მედიასთან დღეს პრიველად დაარღვია დუმილი და თქვა, რომ არც თავდაპირველ შეუტყობინებლობის მუხლს ეთანხმებოდა და არც ახალ ბრალს, რაც ცოტა ხნის წინ პროკურატურმა გიორგი მალანიას წარუდგინა.

“მე შეგნებულად არ ვაკეთებდი განცხადებას აქამდე, ვინაიდან მიმდინარეობდა გამოძიება. მე, რა თქმა უნდა, სრულად ვითავისებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მაკისრია როგორც ყოფილ მაღალჩინოსანს და ყოფილ პოლიციელს. აქედან გამომდინარე ვიყავი ჩუმად. ბევრი ტალახი მესროლეს ამ პერიოდში, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს როგორც ყოფილ პოლიციელს.
ჩემი შვილი დააკავეს შეუტყობინებლობის მუხლით, რაც გადაკვალიფიცირდა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს თავდასხმაში ხელშეწყობას. არ ვეთანხმებოდი არც პირველს და არც ამას ვეთანხმები, ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში და თუ საჭირო გახდება საზღვარგარეთაც” – განაცხადა შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მერაბ მალანია, შვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ.

მერაბ მალანია შვილის ბრალეულობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მოზარდმა, არაფერი იცოდა: “ურეკავდა ადამიანი, რომელსაც საერთოდ თვალით არ უნახია. ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. არანაირ თავდასხმაზე არ იყო საუბარი, იცოდა, რომ მის შეყვარებულს, ანუ, ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს, გიორგის, ერთად არიან გაზრდილი ეს ბავშვები, არასათანადოდ ექცევა ჩემი ინფორმაციითო და მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. უცხო ადამიანთან ვინ რეკავს ხო? წამოდი თავი გავუტეხოთ ვინმესო. ეს იყო მაგათ შორის კომუნიკაცია. არ გაყვა ჩემი შვილი იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ არის ასე გაზრდილი. ბევრმა თქვა, რომ ხან ფაშისტური დაჯგუფების წვერი იყო, ხან ქუჩის ბანდის წევრიო. ჩემი შვილი ისე გაიზარდა, რომ ყოველ წუთას ვიცოდი სად არის. მე მიმყავდა სკოლაში და მე მომყავდა, მასწავლებელთანაც და ისე აღმოჩნდა, რომ დაგეგმვაში ვიღებდი მონაწილეობას რადგან, პირველში ღამე ბავშვი მივიყვანე გაკვეთილზე და გაკვეთილიდან წამოვიყვანე. ეს არის ჩემი დანაშაული. რეზონანსული საქმეა, არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და არც შეთქმულების თეორიებზე დავიწყებ საუბარს, მაგრამ ეს არის უსამართლობა რაც ხდება” – განუცხადა მერაბ მალანიამ ჟურნალისტებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
  • “არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია” – ლევან მაჭავარიანი
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge