ზუგდიდის ბიუჯეტიდან 8 ახალი ავტომობილის შესაძენად 492 390 ლარი დაიხარჯა – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს და წერს, რომ მუნიციპალიტეტმა შეიძინა:
7 ერთეული Renault Duster – მიმწოდებელი: სს „ფრანს ავტო“
1 ერთეული Ford Kuga – მიმწოდებელი: შპს „ჯითი მოტორსი“
მათივე ცნობით, 5 ავტომობილი უშუალოდ ზუგდიდის მერიამ ტენდერით შეიძინა, თითო კი შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარმა“, ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ და ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ შეისყიდეს. ტენდერში მონაწილე კომპანიებს კონკურენტები არ ჰყოლიათ. TI ასევე წერს, რომ ახალი ავტომობილებით ზუგდიდის მერი, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ და შპს „ანაკლია-განმუხურის ბულვარის“ დირექტორები სარგებლობენ.
