საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის ლიდერი მამუკა ფიფია მოსკოვის ოლქიდან მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. კადრებში ის ჯავშანტექნიკაზეა ასული და სამხედრო-ტაქტიკურ ჟილეტს ატარებს, რომელზეც ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკაა გამოსახული.
ფიფია ვიდეოში რუსული არმიისა და ბავშვების სამხედრო მომზადების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ის სამხედრო-პატრიოტულ ბანაკს სტუმრობს.
„ომში ჯერ არ წავსულვარ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავალთ“, — აცხადებს ფიფია ვიდეომიმართვაში.
