საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება. ამის მიზანია შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი გამოიწვევს დაჯარიმებას, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი − 2 000 ლარის ოდენობით
