„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მთაწმინდის რაიონში, ინგოროყვას შეს. N3-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/3/2026 11:00 საათიდან 7/3/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: კოტეტიშვილის ქუჩას N2-10, N1-7; მიხაი-ზიჩის ქუჩა; ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N10, 12(ახლანდელი ჟვანიას ქუჩა N10,12); ინგოროყვას შეს.
გლდანის რაიონში, ლიბანის ქ. N22-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/3/2026 11:00 საათიდან 7/3/2026 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: იპოლიტ-ივანოვის ქუჩა ჩიხებით და შესახვევით, ჯანჯღავას ქუჩა შესახვევებით და ჩიხებით, ჩიქვანაია ჩიხებით; ქერჩის, ილორის, ზარზმის, კაჭარავას, ხანძთელის, ბაღნარის ქუჩებს; ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას ქუჩებს.
