ადვოკატი ომარ ფურცელაძე სოციალურ ქსელში ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესის შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლის საქმის სტანდარტი რომ წარმოიდგინოთ: მოწმე პოლიციელი მპასუხობს, რომ გულის ჯიბით ატარებს სახის შავ ნიღაბს ყოველთვის იმიტომ, რომ მოტოციკლის ტარება უყვარს. ოღონდ მოტოციკლი არ ჰყავს.
[…]
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლის საქმის სტანდარტი რომ წარმოიდგინოთ #2: პოლიციელის მტკიცებით, 28 ნოემბერს ამინდი ცვალებადი იყო: ჯერ მზე იყო (დღისით) და მერე (საღამოს) ჩავიდა” – წერს ომარ ფურცელაძე.
