Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიღაც უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი” – რაზე ისაუბრა გიორგი უძილაურმა სასამართლოში

July 2, 2026
“ვიღაც უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი” – რაზე ისაუბრა გიორგი უძილაურმა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურიც ესწრებოდა.

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი და წარსულში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი დღევანდელ სხდომაზე ამბობდა, რომ ის ევროკავშირის მხარდაჭერისთვის ისჯება.

გიორგი უძილაურის თქმით, ჯაშუში არ არის არც გულბაათ რცხილაძე. ადვოკატის, ბექა გულედანის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ გულბაათ რცხილაძე უბრალოდ პრორუსია და მისი დაკავებით სახელმწიფომ პარიტეტი დაიცვა, “ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო”.

ამასთან გიორგი უძილაურმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ევროპეიზმი ისეთივე დასჯადია, როგორც “ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელობა”.

“ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღეს სასამართლო სხდომაზე გააჟღერა რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი. ასევე თქვა, რომ გულბაათ რცხილაძეც არ არისო ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრო-რუსიაო და პარიტეტი დაიცვაო სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელობა. ეს პოზიცია დააფიქსირა გიორგი უძილაურმა.

ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმება, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება და ასევე საქმის შეწყვეტა, ვინაიდან არ იყო მტკიცებულებების ის სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქმის არსებით განსახილველად გადაცემას დაედოს საფუძვლად. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და საქმე გადაეცა არსებითი განხილვისთვის,” – ამბობს ადვოკატი ბექა გულედანი.

ცნობისთვის, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი
  • “ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მოწმემ თქვა, რომ არ გაუგია, ბადრი ჯაფარიძეს ან მამუკა ხაზარაძეს ძალადობრივი მოწოდება განეხორციელებინათ” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge