ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჟურნალისტის მირანდა ბაღათურიას და ოპერატორის ლევან კალანდიას ქვეყნიდან წასვლას გამოეხმაურა:
“ჩვენს თაობას წლები ემატება.
დადგება დრო -აღარ ვიქნებით აქტიურები და აქტუალურები.
გულით მიხარია ნიჭიერ ჟურნალისტებს როცა ვხედავ.
ბევრია ახალ თაობაში საუკეთესო.
ერთი მირანდა ბაღათურიაა,გამორჩეული გოგო,ნიჭიერი,მშვიდი,მეორე ლევან კალანდია-სასწაული ოპერატორი.
ორივე წასულა ქვეყნიდან!
გული გამეგლიჯა.
საქართველო გახდა ნიჭიერი ხალხის დედინაცვალი,აქ მხოლოდ ქოცისებრთა ნაირსახეობა გრძნობს თავს კარგად.
#უნდაშევცვალოთ” – წერს კილაძე