Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯაშუშობის საქმე – გიორგი უძილაურის ადვოკატი საქმის შეწყვეტას მოითხოვს

July 2, 2026
“გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს – საქმეს აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ – ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი] პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედება და გადაწყდება გადაეცემა თუ არა სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად.

გიორგი უძილაურის ადვოკატის, ბექა გულედანის თქმით, დაცვის მხარე გირაოს არ განიხილავს და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, შემდეგ კი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან უფლებადამცველი განმარტავს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.

“მოვითხოვთ საქმის შეწყვეტას, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, შევალ და რომ გამოვალ მოგახსენებთ. დიახ, რა თქმა უნდა [მოვითხოვთ საერთოდ შეწყდეს საქმე და არ გადაეცეს არსებითად განსახილველად] იმიტომ, რომ არ არის არანაირი მტკიცებულება საქმეში. გირაოს არ განვიხილავთ, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ თავიდან და მერე შეწყვეტას. არა მგონია, არ გაჩენილა არაფერი [ახალი მტკიცებულება]. რა თქმა უნდა [საქმეს ადევს გრიფი, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვსაუბრობ]. [მტკიცებულებები, რაც გამოქვეყნდა] არაფრის მთქმელი არ არის, რაზე ესაუბრება, რა გადასცა იმ კონვერტით ეგ ხომ არ არის. არა, ერთადერთი მტკიცებულება არ არის, ეს არის მთლიანი გადაღებული, რაღაც მომენტია ამოჭრილი,” – ამბობს ბექა გულედანი.

ცნობისთვის, გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა, ქალი მოვკალიო…” – რას ამბობენ თვითმხილველები ნაძალადევში მომხდარ ავარიაზე
  • როდიდან არის საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატება მოსალოდნელი?
  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge