Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“გამოძიება მუშაობს ყველა კუთხით – კონკრეტული პირების მიმართ თუ დადასტურდა დანაშაული, პროკურატურა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს” – პროკურორი კითხვაზე: ფიგურირებს თუ არა ლევან ახობაძის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილიც

July 1, 2026
“გამოძიება მუშაობს ყველა კუთხით – კონკრეტული პირების მიმართ თუ დადასტურდა დანაშაული, პროკურატურა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს” – პროკურორი კითხვაზე: ფიგურირებს თუ არა ლევან ახობაძის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილიც

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეში, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, სხვა პირების მხრიდან თუ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, პროკურატურა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს. აღნიშნულით პროკურორმა უპასუხა შეკითხვას, ახობაძის ბრალდების საქმეში იკვეთება თუ არა მისი ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მონაწილეობა.

„გამოძიება მუშაობს ყველა კუთხით, რაც გამოძიების ფარგლებში დგინდება და არის საინტერესო გამოძიებისთვის. კონკრეტულ პირების მიმართ, მათ სახელებს და გვარებს არ ვასახელებ, თუ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რა თქმა უნდა, პროკურატურა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს“, – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბოდვა!” – გახარიას გუნდი მამუკა მდინარაძის განცხადებებს პასუხობს
  • სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს
  • “ვეღარ გამოხვალთ ამ სპირალიდან! – ხალხი იქნება ყველაზე სასტიკი თქვენს მიმართ!” – ვიკა ფილფანი „ქართულ ოცნებას“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge