Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა“ – ირაკლი კუპრაძე

July 1, 2026
„ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედი ФСБ-ს გადააბარა“ – ირაკლი კუპრაძე

“თბილისის ქუჩებში დამონტაჟებული ე.წ. „ჭკვიანი“ სათვალთვალო კამერების პროგრამულ უზრუნველყოფას სანქცირებული რუსული კომპანია ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემები ФСБ-ს კონტროლის ქვეშ მოექცა” – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება საპროტესტო აქციების ფონზე მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის სანქცირებული ჩინური და რუსული ტექნოლოგიების გამოყენებას ახორციელებს.

კუპრაძე აღნიშნავს, რომ ბრიფინგი საზოგადების გაფრთხილებას ემსახურება, რომ მათი პირადი მონაცემები საფრთხეშია.

„ეს არის რუსული საოპერაციო სისტემა, რომელსაც შეუძლია მოქალაქეების გაკონტროლება გადაადგილების პროცესში. ეს არის სისტემა, რომელსაც შეუძლია აღრიცხოს საქართველოს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში მაშინაც კი, როცა მათი სახე ნაწილობრივ არის დაფარული. ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა მაშინ, როდესაც თბილისის ქუჩებში ათეულ ათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დღეის მდგომარეობით 10 000-მდე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. „ოცნების” რეჟიმი უკვე წლებია იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების კამერებს. კამერები ეკუთვნის ჩინეთის კომუნისტურ სახელმწიფოს და იქ არის წარმოებული, პროგრამულ უზრუნველყოფას კი პუტინის რუსეთი ახორციელებს. ეს კომპანიებია Hikvision და Dahua, ორივე კომპანია სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ყველა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ, რომლებიც არ უშვებს მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს, ძალადობას და იცავს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ტოტალიტარული სახელმწიფოების კონტროლისაგან.

ამ ყველაფრის პარალელურად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ დევნოს საქართველოს მოქალაქეები, დევნოს ისინი ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას და პუტინის რუსეთს – ერთს, როგორც მწარმოებელს ამ ვიდეოკამერებისა და მეორეს, როგორც პროგრამულად უზრუნველმყოფს პუტინის რუსეთის სახით.

არანაირი მოთხოვნა ჩვენ არ გაგვაჩნია – ამ მიმართვას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის საფრთხეში და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური უფლებები, ადამიანის უფლება, თავისუფლება, გადაადგილების და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის”- ადვოკატი
  • მდინარაძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ
  • სერგეი ლავროვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge