მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაკავებულის ვინაოაბს არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ხელბორკილები საგამოძიებო ორგანომ კონკრეტულ პირს დაადო.
დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგად უკვე დაკავებულია ერთი კონკრეტული პირი რომელზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი”, – თქვა მდინარაძემ.
“ტვ პირველი” მოკლული მასწავლებლის დედას დაუკავცშირდა – ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ახალი დაკავებულის შესახებ მანაც ამ წუთებში შეიტყო მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან.
