სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შეიყიდეს ანტიდრონების თანამედროვე სისტემა. ამის შესახებ ცნობილი მდინარაძის საგანგებო ბრიფინგიდან გახდა.
მან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და თქვა, რომ უწყება 18 უმაღლესი თანამდებობის პირის, განსაკუთრებული მნიშვნელობის 104 ობიექტის და ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ასევე ვიოზიტად მყოფი მაღალი რანგის დელეგაციების, ჩატარებული ფორმუმების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების უსაფრთხოებას.
“ბოლო პერიოდში სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის კავშირის და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების, დაშიფვრის მოდულით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები – მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო ულტრათანამედროვე სისტემის შეძენა, რაც გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენას და განეიტრალებას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს”- თქვა მდინარაძემ.
