Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მხოლოდ 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

July 1, 2026
მხოლოდ 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

საქართველოში რუსული ბიზნესების რაოდენობა რეკორდული ტემპით იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ხუთ თვეში ქვეყანაში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელთან შედარებით რუსული ბიზნესების რეგისტრაცია საქართველოში 8,5-ჯერ არის გაზრდილი.

რეკორდულად გაზრდილ სტატისტიკას ოპოზიცია ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის საფრთხედ აფასებს. „ლელოში“ აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველო რუსული ბიზნესებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

“ივანიშვილის პირობებში საქართველოში ყვავის არა ქართული ბიზნესი, არამედ რუსული ბიზნესი. 2021 წლიდან დღემდე ლამის 50 ათასი ბიზნესსუბიექტი გახსნეს რუსეთის მოქალაქეებმა. რუსები აკეთებენ საქართველოში ფულს, რუსებისთვის, უკრაინის ომის პირობებში, იქცა შავ ხვრელად საქართველოს ეკონომიკა და საქართველოს სამართლებრივი სივრცე და ამით ხეირობს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი, მისი ნაყალბები ჯიხურები, სადაც მილიარდობით ლარის და დოლარის გადახურდავება ხდება და წარმოუდგენელი ბიზნესები, რომელიც რუსების და ივანიშვილთან დაკავშირებული ანტიქართული ოცნების პირობებში იქცა სალაფავად, კორუფციის მექანიზმად, რითაც ქართველი ხალხი ღარიბდება, იმიტომ, რომ ისინი ჰკარგავენ საკუთარ ადგილობრივ ბიზნესებს და ყველაფერი, რაც კი შეიძლება, რომ ქართული ეკონომიკა ქმნიდეს, მიაქვს რუსებს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტ რუსებს, ასევე რუსეთში მყოფ ბიზნესმენებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ეკონომიკური საქმიანობით. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პასუხისმგებლობა” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ენმ-ს წევრის, ვასო ურუშაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში ბიზნესების რეგისტრაცია შესაძლოა გამოიყენებოდეს რუსული კაპიტალისა და ფინანსური რესურსების ლეგალიზაციისთვის.

“ჩვენ გავხდით რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის სანქციებისგან თავის არიდების შავი ხვრელი. ეს კომპანიები, ფაქტობრივად, რეგისტრირდებიან ფიქტიურად. მათ საქართველოში არანაირი ეკონომიკური დოვლათი არ შემოაქვთ, ისინი არ ქმნიან არანაირ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებს. ეს არის უბრალოდ შუამავალი კომპანიები, რომელიც გამოყენებულია ფინანსური ტრანზაქციებისთვის, რომ შეძლონ სანქციებისთვის თავის არიდება. ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ აღნიშნული თაღლითური სქემები საქართველოში იყოს განხორციელებადი სწორედ რუსული სანქცირებული კომპანიებისთის” – ამბობს ვასო ურუშაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიტიკურ ველს ასე ვხედავ: ბიძინა VS მიშა”- ნანუკა ჟორჟოლიანი
  • “ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ” – ბაია პატარაია თბილისში მოკლულ აზებაიჯანელ გოგოზე
  • ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge